გოგიტა კიკნაძის სახელობის
თბილისის
N
182 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგის
თამარ ძამაშვილის
პროექტი
„ქართული ფოლკლორი“
თბილისი 2018
ინფორმაცია
პროექტის შესახებ
პროექტის მიზანი:
|
·
ჩემ
მიერ ნაჩვენები რესურსების დახმარებით, განასხვავონ ხალხური მუსიკის ნიმუშები კუთხეების
მიხედვით და შეადარონ ერთი და იმავე ჟანრის ხალხური სიმღერების სხვადასხვა დიალექტი
.
·
მოიძიონ
მასალა, შექმნან რესურსი და მონაწილეიბა მიიღონ ღონისძიებაში.
·
შეასრულონ
სხვადასხვა დავალება მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
·
მოინახულონ
მუზეუმი და გაეცნონ ფოლკლორის ნიმუშებს
·
შეასრულონ
ერთხმიანი და ორხმიანი ხალხური სიმღერა თანაკლასელებთან ერთად.
პროექტი
ემსახურება ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას მოსწავლეებში.
|
ამოცანები:
|
·
მოსწავლეებში მუსიკის სიყვარულის, ინტერესისა და საწვლების მოტივაციის
ამაღლება.
·
მოსწავლის მხატვრულ-მუსიკალური აღზრდა ხალხური
და კლასიკური მუსიკის ნიმუშების გაცნობის გზით.
·
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო სტრატეგიების
გამოყენება -თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
·
თანამშრომლომბითი სწავლებით- სოციალური და
პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
·
მოსწავლეების ჩაბმა შემოქმედებით საქმიანობაში ამისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება.
|
პროექტის ბენეფიციარები:
|
პროექტში მონაწილეობას მიიღებს ქ.თბილისის
N 182 საჯარო სკოლის VII-4 კლასი(სსსმ მოსწავლე არ სწავლობს), მასწავლებლები
და მშობლები.
|
პროექტის დასაბუთება:
|
ქართველი ერი ცნობილია თავისი განსხვავებული
კულტურითა და ტრადიციით. ყოველ მეორე ადამიანში დიდი ნიჭია და ყოველ მეორე ადამიანს კარგი მუსიკალური სმენა
და ხმა აქვს. ქართული
ფოლკლორი კიდევ უფრო
უსვამს ხაზს ამ ყველაფერს. ამ ურთულეს მუსიკას, გემოვნებიანსა და რთულად
შესასრულებელ, ცოტა მსმენელი და
მიმდევარი ჰყავს. მუსიკა, რომელიც აღაფრთოვანებს უცხო ერებს, საქართველოში
ნაკლებად პოპულარულია. დიდი დანაშაულია
უსმენდე უცხოურ ჰიტებს, როკს, ჯაზს და ა.შ,აფასებდე მას და არ მოგწონდეს,არ
უსმენდე და არ გიყვარდეს ის ურთულესი შენი მუსიკა,რომლის შესრულებაც ნებისმიერ
მსოფლიო ვარსკვლავს გაუჭირდება, ქართველის გენში კი გარკვეული დოზით დევს და ის
აუცილებლად იჩენს თავს, თუ მისით ინტრესს გამოვიწვევთ.
ქართული ფოლკლორი საუკუნეების მანძილზე
იქმნებოდა და ის გახდა მსოფლიო მუსიკის ნაწილი.
ქართული სიმღერის მრავალხმიანობა,ქართული ცეკვა,გახდა სწორედ იმის
მიზეზი,რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან უცხოეთის ხმის ჩამწერი ფირმები
დაინტერესდნენ ჩვენი განძით და ასე გაჩნდა ლონდონის,რიგის,ბერლინის, ვენის, მოსკოვის,პეტერბურგის
მუზეუმების საცავებში ქართული ხალხური სიმღერის კოლექციები. უცხოელმა
მეცნიერებმა წლების წინ და დღესაც აღნიშნეს, რომ მსგავსი მრავალხმიანობა, ასეთი
განვითარებული ფორმით მსოფლიოში არ არსებობს.2001 წელს ქართული პოლიფონია
იუნესკოს მიერ აღიარებული იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და
არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, ეს აუცილებლად უნდა დავაფასოთ,
შევიყვაროთ და არ დავკარგოთ, რისი საშიშროება ნამდვილად არსებობს. მოსწავლეები
თუკი ჩაერთვებიან სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში და მიეცემათ აქტიურობის, ცოდნის წარმოჩენის, თანამშრომლობის
შესაძლებლობა, ეს, ბუნებრივია , გაზრდის მათ შემოქმედითობას, სწავლის მოტივაციას და გამოიწვევს ეროვნული თვითშეგნების
ამაღლებას.
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია პრაქტიკის გაზიარება
კოლეგებისათვის.(თან დართული ფოტო მასალით)
|
დაგეგმილი აქტივობები:
|
·
პროექტის იდეის და მიზნის გაცნობა მოსწავლეებისათვის .(3.05.2018)
·
პირველი გაკვეთილი მასწავლებლის მოკლე ლექცია, გაკვეთილზე
მოსწავლეები უყურებენ
ანსამბლ: სუხიშვილების,ერისიონის,რუსთავის ცეკვებს. მოისმენენ ძმები კარბელაშვილების,
გელათის, შემოქმედის საგალობლებს..(8.05
.2018)
·
მეორე გაკვეთილი -მოსწავლეები უყურებენ ფილმს“გალობის
რაინდები“. მოხდება გაკვეთილის შეჯამება.(10.05.2018)
·
მოსწავლეებს მიეცეთ დავალება ჯგუფური მუშაობისთვის.(10.05.2018)
·
მესამე გაკვეთილი- ექსკურსია „ ქართული ხალხური
სიმღერისა და საკრავების მუზეუმში“.(15.05.2018)
·
მეოთხე გაკვეთილი - ჯგუფური მუშაობა,რომელშიც
მოსწავლეები წარადგენენ მოძიებულ ინფორმაციებს,სლაიდებს,კედლის გაზეთებს და ფოტო
მასალას გადაღებულ მუზეუმში.მოხდება ჯგუფების შეფასება მოსწავლეებისგან შემდგარი
ჟიურის მიერ.(17.05.2018)
·
მეხუთე გაკვეთილი -ღონისძიება“ფოლკლორის დღე“მშობლებისა
და კოლეგების დასწრებით.(22.05.2018)
·
პროექტის
შეფასება ცხრილის გამოყენებით და განხილვა(24.05.2018)
|
მოსალოდნელი შედეგები:
|
(აღწერეთ/ჩამოთვალეთ რა კონკრეტული შედეგების მიღწევას გეგმავთ პროექტის
განხორციელებით. გაითვალისწინეთ, რომ შედეგები უნდა იყოს გაზომვადი)
·
მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის უცნობ ფოლკლორულ
ანსამბლებს, მომღერლებს, სიმღერებს, ხალხურ
ინსტრუმენტებს.
·
მოსწავლეები
აიმაღლებენ ინტელექტს ამ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებით.
·
მოსწავლეებში მოხდება ქართული მუსიკისადმი
დაინტერესება და მოტივაციის გაზრდა.
·
მოსწავლეები გააცნობიერებენ თანამშრომლობითი,ჯგუფური სწავლების
სარგებელს.
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი
აზროვნება.
·
მოსწავლეები დამოუკიდებლად შექმნიან რესურსებს:
სლაიდებს,კედლის გაზეთებს.
·
მოსწავლეები გამოამჟღავნებენ საშემსრულებლო,
ვოკალურ და ქორეოგრაფიულ შესაძლებლობებს.
|
ინდიკატორები:
|
მუს.VII.7.მოსწავლე იცნობს და შეუძლია ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების
ცნობილი ნიმუშების დახასიათება.
·
განასხვავებს ხალხური მუსიკის პოპულარულ ნიმუშებს
საქართველოს კუთხეების მიხედვით:
·
ადარებს სხვადასხვა დიალექტის ერთი და იმავე
ჟანრის ხალხურ სიმღერებს.
მუს.VII.4.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
·
მოიძიებს მასალას,ქმნის რესურს;
·
მონაწილეობს ღონისძიების მომზადებაში.
მუს.VII.2.მოსწავლეს შუძლია სიმღერა თანაკლასელებთან
ერთად.
·
მღერის გუნდში ერთხმიან,ორხმიან სიმღერებს
ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან.
მუს.VII.3.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული
პროგრამების გამოყენებით.
·
იცნობს მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამის
შესაძლებლობას.
|
მონიტორინგი და შეფასება:
|
მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი პროექტის განხორციელებისას.
მოსწავლეები იღებენ კონსულტაციებს მასწავლებლისაგან , სამუშაოსთან დაკავშირებით,
რათა არ მოხდეს პროექტის მიზანთან აცდენა.
მონაწილეების შეფასება მოხდება შეფასების
სქემების გამოყენებით.ჯგუფური პრეზენტაციის დროს მოსწავლეებისგან შემდგარი ჟიური
შეაფასებენ ჯგუფებს. პროექტის ბოლოს მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს, სადაც ჩაწერენ
რა ცოდნა ჰქონდათ პროექტამდე, პროექტმა რა ცოდნა და გამოცდილება მისცა მათ და რა
იყო ისეთი რაც დააკლდათ,რასაც შეცვლიდნენ და სამომავლოდ დაგეგმავდნენ.
|
დამატებითი ინფორმაცია:
|
პროექტის განხორციელების ვადები: 3.05.2018-.24.052018
|
Комментариев нет:
Отправить комментарий