გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის
N
182 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგის
თამარ ძამაშვილის
სასწავლო პროექტი
„ბალეტი“
2018
ინფორმაცია პროექტის შესახებ
პროექტის მიზანი:
|
|
ამოცანები:
|
|
პროექტის ბენეფიციარები:
|
პროექტში მონაწილეობას მიიღებს ქ.თბილისის
N 182 საჯარო სკოლის VI-3
კლასის მოსწავლეები,( სსსმ
მოსწავლე არ გვყავს)მასწავლებლები, მშობლები.
|
პროექტის დასაბუთება:
|
ბალეტი
ჩაისახა აღორძინების ეპოქაში იტალიაში
(მე-16 ს.) თავდაპირველად,
როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისთვის-ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების
მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტის ("დედოფლის
კომედიური ბალეტი",1581) მუსიკალურ
საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17საუკუნის
მეორე ნახევარში, ახალი თეატრელური
ჟანრები, როგორიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და
მის დრამატიზებას. მაგრამ
სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება,
ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლის ესთეტიკაზე
დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ
სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს. ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის
ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ
დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი
მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფად
განვითარებას
ბალეტის
შექმნას და განვითარებას საქართველოში უდიდესი
ისტორია აქვს.პირველი საბალეტო სტუდია მარია პერინას სახელთანაა დაკავშირებული. ცეკვის
შესწავლის მისეულმა მეთოდმა ,თაობებმა, რომელიც მან აღზარდა ,მყარი საფუძველი ჩაუყარა ქართული ბალეტის ჩამოყალიბებას. მისი აღზრდილია ვახტანგ
ჭაბუკიანი, გამოჩენილი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი , ახალგაზრდა
თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდის არა მხოლოდ
ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ თავისი სპექტაკლის დადგმის დროსაც. მისი
მოსწავლე- სტუდენტები არიან: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ
ზელენსკი, დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი. „ჩემი პრინციპი უცვლელია ,-ამბობდა ვ.ჭაბუკიანი,-ქართული
კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები
ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას.“
დღეს ახალგაზრდობა ნაკლებად დაინტერესებულია
კლასიკური მუსიკით, კერძოთ ისეთი სინთეზური დარგით როგორიც ბალეტია. არ იცნობენ ბალეტის
ისტორიას, შემსრულებლებს, საბალეტო დადგმებს,ზოგიერთი მათგანი ნამყოფიც არაა ოპერისა
და ბალეტის შენობაში. ამ პროექტის მიზანია მოსწავლეები ვაზიაროთ ბალეტის ხელოვნებას
და კარგი მსენელები ავღზარდოთ.
|
დაგეგმილი აქტივობები:
|
|
მოსალოდნელი შედეგები:
|
(აღწერეთ/ჩამოთვალეთ რა კონკრეტული
შედეგების მიღწევას გეგმავთ პროექტის განხორციელებით. გაითვალისწინეთ, რომ შედეგები
უნდა იყოს გაზომვადი)
|
ინდიკატორები:
|
მუს.VI.10.მოსწავლე იცნობს ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებსა
და წარმომადგენლებს.
·
უსმენს და ამოიცნობს ცნობილ მუსიკოს-შემსრულებელს.
·
მოიძიებს დამატებით ინფორმაციას მისთვის საინტერესო
ნაწარმოების, კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ.
მუს.VI.8.შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·
დადის ექსკურსიებზე ხელოვანთა სახლ-მუზეუმში.
მუს.VI.5.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვა.
·
მოიძიებს გაკვეთილისათვის საჭირო მუსიკალურ,
ლიტერატურულ და ვიზუალურ მასალას.
მუს.VI.6.მოსწავლეს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
·
ანაწილებს ჟგუფში სამუშაოს, ფუნქცია მოვალეობებს;
·
ითვალისწინებს და იყენებს ჯგუფის წევრების
შესაძლებლობებს.
·
აფასებს საკუთარ და სხვის მიერ გაწეულ სამუშაოს.
|
ხელოვნებისმონიტორინგი და
შეფასება:
|
მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი პროექტის განხორციელებისას.
მოსწავლეები იღებენ კონსულტაციებს მასწავლებლისაგან,
სამუშაოსთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს
პროექტის მიზანთან აცდენა.
მონაწილეების შეფასება მოხდება შეფასების
სქემების გამოყენებით, რომელიც წინასწარ შეთანხმებული და გაცნობილი იქნება მოსწავლეებისათვის.
|
დამატებითი ინფორმაცია:
|
პროექტის განხორციელების ვადები: 6.03.2018-.23.03.2018
|
შეფასების ცხრილები:
პრეზენტაციის შეფასება
ჯგუფი ---------
საპრეზენტაციო თემა ---------
N
|
კრიტერიუმები
|
ქულა
|
მიღ.ქულა
|
1
|
თემა
საინტერესოდ, გასაგებად არის წარმოდგენილი.
|
0-1-2-3-4
|
|
2
|
თვალსაჩინოებისთვის
იყენებს კედლის გაზეთს, სლაიდს და სხვა.
|
0-1-2-3
|
|
3
|
ჯგუფის
წევრების ჩართულობა, ორგანიზებულობა, კრეატიულობა
|
0-1-2
|
|
4
|
იცავს დროის
ლიმიტს.
|
0-1
|
პროექტის შეფასება მოსწავლეთა
მიერ
მოსწავლის სახელი და გვარი --------------------------------
რა
ვიცოდი
|
|
რა
გავიგე
|
|
რა
დამაკლდა.რას დავგეგმავდით მომავალში.
|
პროექტის რეფლექსია
მუსიკის პედაგოგმა თამარ ძამაშვილმა სასწავლო პროექტი
„ბალეტი“ განვახორციელე VI-3კლასში 6.03.2018-23.03.2018-ის ჩათვლით. პროექტის მიზანი მდგომარეობდა შემდეგში:
- მიიღონ და გაეცნონ მსოფლიო და ქართული ხელოვნების
საბალეტო ნიმუშებს.
- მოაწყონ ექსკურსია ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა
და ბალეტის თეატრში.
- მოიძიონ ინფორმაცია, შექმნან რესურსი.
- მოაწყონ ჯგუფური სამუშაო.
პროექტის
განხორციელებით, შეიძლება ითქვას, დასახული მიზანი მიღწეული იქნა.
- გავაცანი მოსწავლეებს იდეა, რომ განგვეხორციელებინა პროექტი “ბალეტი“ და
- განვუმარტე პროექტის მიზნები. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მონაწილეობაზე
და ერთად დავგეგმეთ განსახორციელებელი აქტივობები. (6.03.2018)
- პროექტის პირველ გაკვეთილზე ვესაუბრე ბალეტის შექმნის ისტორიაზე,
- ჩაცმულობაზე, საბალეტო სპექტაკლის შემადგენელ ნაწილებზე, კომპოზიტორებზე ვინც წერდა ბალეტებს, მოცეკვავეებზე, დადგმებზე და ა.შ. მოსწავლეები მისვამდნენ
- შეკითხვებს,ზოგიერთი მოსწავლე ცდილობდა თავისი ცოდნის გამომჟღავნებას. პროექტორის გამოყენებით მოვასმენინე: პ.ჩაიკოვსკის, ჟიზელის, დელიბის, ჯ.ბალანჩინის, ა.მაჭავარიანის, დ.თორაძის, კრეინის, მინკუსის საბალეტო ნაწარმოებები. სადაც ცეკვავდნენ : ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე. (9.03 .2018)
- მეორე გაკვეთილზე -მოსწავლეებს ვაყურებინე ნაწყვეტებს ფილმიდან “ვერის უბნის მელოდიები“(კომპოზიტორი გ.ცაბაძე), სადაც მოცემულია ისტორიული ფაქტი მარია პერინას საბალეტო სტუდიასთან დაკავშირებით. ასევე ვაყურებინე პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნას“.ავუხსენი, რომ ჩაიკოვსკიმ ამ ბალეტში გამოიყენა ქართული ხალხური სიმღერა „იავნანა“. მოსწავლეებმა მთხოვეს, რომ ეს მონაკვეთი მეორეჯერაც მოესმინათ. ყურების შემდეგ კითხვა-პასუხის მეთოდით შევაჯამეთ ნანახი. დავგეგმეთ ჯგუფური სამუშაო. გავანაწილეთ ჯგუფები და თემები. მოსწავლეებს უნდა მოეძიებიათ განკუთვნილ თემებზე ინფორმაცია, გაეკეთებინათ სლაიდი, კედლის გაზეთი. მოსწავლეებს მიეცათ ვადა ერთი კვირა.(13.03.2018)
- მესამე გაკვეთილზე მოვაწყვეთ-ექსკურსია „ ზ.ფალიაშვილის
სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში“. გიდმა მოგვატარა ლურჯი და წითელი დარბაზები,
დავათვალიერეთ დარბაზებში გამოფენილი ექსპონატები. ვნახეთ სცენა, საორკესტრო ორმო,
სადაც ელაგა მუსიკალური ინსტრუმენტები. გიდი
გვესაუბრა თეატრის ღირსშესანიშნაობაზე, რომელიც ქალაქის კულტურულ ცხოვრების ერთ-ერთ
ცენტრს წარმოადგენს. თეატრი, რომელიც 1851 წელს დაარსდა და დღესაც მის სცენაზე აქტიურად იდგმება მსოფლიო და ქართული
დასის წარმოდგენები. მოსწავლეები ინტერესით
უსმენდნენ, გადაიღეს სურათები, დაათვალიერეს აფიშები და დაგეგმეს, რომ წასულიყვნენ
მშობლებთან ერთად ოპერის ან ბალეტის წარმოდგენაზე. (16.03.2018).
- მოსწავლეები აქტიურობდნენ ჯგუფური პრეზენტაციის დროს. რომელიც პროექტის მეოთხე გაკვეთილზე განხორციელდა. ოპერისა და ბალეტის თეატრში მიღებულმა შთაბეჭდილებამ კარგად იმოქმედა მათ ჩართულობაზე. განსაკუთრებით დიდი ინტერესით მოეკიდნენ სლაიდების დამზადებას. ყველა ჯგუფს ჰქონდა ლამაზად გაფორმებული კედლის გაზეთი და თეატრში გადაგებული სურათები. ჯგუფის ყველა წევრმა გააკეთა პრეზენტაცია, თემიდან გამომდინარე. ჯგუფების პრეზენტაცია შეაფასა მოსწავლეებისგან შემდგარმა ჟიურიმ.(20.03.2018)
- პროექტის ბოლოს ინდივიდუალურად, მოსწავლეებმა შეავსეს ცხრილი, სადაც
- ჩაწერეს რა ცოდნა ჰქონდათ პროექტამდე, პროექტმა რა ცოდნა და გამოცდილება მისცა და რა იყო ისეთი, რაც დააკლდათ, რასაც შეცვლიდნენ და სამომავლოდ დაგეგმავდნენ.(23.03.2018)
პროექტის განხორციელებისას გამოვყოფდი ემოციებს,
რომლებიც გამოიწვია ფილმის ყურებამ, საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის ოპერისა და ბალეთის
თეატრის დათვალიერებაც, მოსწავლეებმა ახლოდან
ნახეს ინსტრუმენტები,ზოგიერთი მოსწავლე შეეხო და დაუკრა,ნახეს კოსტუმები,რომელიც ეცვათ
ცნობილ შემსრულებლებს. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ მიღებულ შთაბეჯდილებას, მათ გადაიღეს
ბევრი სურათი თეატრში. მოსწავლეებს მიეცათ მოტივაცია, გაუჩნდათ იდეები, რომ ჯგუფური
პრეზენტაცია ჩაეტარებინათ მაღალ დონეზე.
კარგი იქნებოდა, რომ კლასი წავსულიყავით ოპერისა
და ბალეტის თეატრში წარმოდგენაზე, მაგრამ არ მოხერხდა, ვინაიდან ბილეთის ღირებულება
ბევრისთვის მიუწვდომელია. ამიტომ ბავშვებს ვთხოვე, ვინც მოახერხებდა, მშობლებთან ერთად
წასულიყვნენ ნებისმიერ წარმოდგენაზე ოპერისა და ბალეთის თეატრში და შემდეგ გაეზიარებინათ
შთაბეჭდილებები თანატოლებისთვის.
პროექტმა
VI-3
კლასის მოსწავლეებს შესძინა ახალი
ცოდნა და უნარები, გამოცდილება. განავითარა
მათში თანამშრომლობის უნარები. მოსწავლეებში
მოახდინა კლასიკური მუსიკისადმი დაინტერესება და მოტივაციის გაზრდა. ჩემთვის ასევე
მნიშვნელოვანი იყო პროექტის შეფასება მოსწავლეთა მხრიდან. გავეცანი მოსწავლეთა მიერ
ინდივიდუალურად შევსებულ შეფასების ცხრილებს. მათ აღნიშნეს, რომ ბევრი რამ გაიგეს განხორციელებული პროექტის შედეგად. გაეცნენ ბალეტის შექმნის ისტორიას, შემსრულებლებს, საბალეტო დადგმებს, ზოგიერთი
მათგანი ნამყოფიც არ იყო ოპერისა და ბალეტის შენობაში. მოსწავლეები ნაწილობრივ მაინც
ეზიარნენ ბალეტის ხელოვნებას და იმედია კარგი
მსენელები გაიზარდებინ.
მე კი პროექტმა მომცა საშუალება, გამეცნო მოსწავლეთა
შესაძლებლობები. პროექტმა განაპირობა ჩემი პროფესიული ზრდა, დავრწმუნდი რამდენად მნიშვნელოვაბია
მრავალფეროვანი რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий