3.6.19

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა





სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახ. N 182 საჯ.სკოლის პედაგოგის
თამარ ძამაშვილი  
                                                                                           
პრაქტიკული კვლევა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში

სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N 182 საჯარო სკოლის პედაგოგთა (ელისო სტეფანაშვილი, თამარ ძამაშვილი,სოფიო ნავროზაშვილი)

პრაქტიკული კვლევა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში


სარჩევი------------------------------------------------------------------------------------2

თავი I
შესავალი----------------------------------------------------------------------------------3
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ--------------------------------------------------4
პრობლემის დიაგნოსტირება-----------------------------------------------------------4
კვლევის მიზანი--------------------------------------------------------------------------5
საკვლევი ამოცანები- კითხვები--------------------------------------------------------6
ლიტერატურის მიმოხილვა-------------------------------------------------------------6
კვლევის სამიზნე ჯგუფი----------------------------------------------------------------7
კვლევის ვადები--------------------------------------------------------------------------8
კვლევის მეთოდები:ფოკუსჯგუფი,ანკეტირება--------------------------------------9
სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი------------------------------10
დიაგრამები---------------------------------------------------------------------------11-12
გამოკითხვის შედეგების ანალიზი----------------------------------------------------13

თავი II
პედ.ელისო სტეფანაშვილის  მიერ განხორციელებული ინტერვენციები----14-16
პედ.თამარ ძამაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები-----------17-19
პედ.სოფიო ნავროზაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები-----20-21
შედეგების შეფასება----------------------------------------------------------------------22
დასკვნა------------------------------------------------------------------------------------23
გამოყენებული ლიტერატურა----------------------------------------------------------24







I-თავი

შესავალი

ნაშრომი წარმოადგენს თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე

-ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.


    პრაქტიკული კვლევის განხორციელების იდეა დაკავშირებულია მასთან, რომ ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კერძოდ, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების ადმინისტრირების სტუდენტები: ნინო ძაბახიძე, ნინო გიუნაშვილი, ლიკა იასაღაშვილი, ხელმძღვანელი- ნათია ანდღულაძე. ადმინისტრაციის მიერ გამოცხადდა მათთან შეხვედრის დღე. მასწავლებლების გარკვეული რაოდენობა შეხვდა მათ და ჩამოყალიბდა თანამშრომლობითი საქმიანი ურთიერთობა. შეხვედრები მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას. თავდაპირველად გაცნობითი სახე ჰქონდა,იყო დიალოგები, ანკეტირებები, დაიგეგმა ინტეგრირებული გაკვეთილები, იყო საუბრები სკოლის პრობლემებზე, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, განგვეხორციელებინა სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. ჩვენი საგნიდან, პრობლემებიდან, საჭიროებებიდან გამომდინარე, გავერთიანდით რამდენიმე მასწავლებელი: ფიზიკის პედაგოგი - ელისო სტეფანაშვილი, მუსიკის პედაგოგი თამარ ძამაშვილი და ქიმიის პედაგოგი - სოფიო ნავროზაშვილი.
   ნაშრომში მოცემულია  საკვლევი თემა, ინფორმაცია სკოლის შესახებ, საკვლევი მასალის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები, ლიტერატურის მიმოხილვა, სამიზნე ჯგუფები, კვლევის ვადები, კვლევის მეთოდები, თითეული მასწავლებლის მიერ განხორციელებული  ინტერევენციების მიმოხილვა- ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი, დასკვნა, შენიშვნები.




მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ

თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლაში სწავლობს 1398 მოსწავლე.მუშაობს 70 მასწავლებელი.მასწავლებლის 90% მუშაობს სრულ განაკვეთზე.სკოლას ჰყავს 10 ნაწილობრივი და 27 სრული სერტიფიცირებული მასწავლებელი.თანამშრომლობის ფარგლებში პედაგოგები გადიან ტრენინგებს .სკოლაში ხორციელდება მერიის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი  და თავისუფალი გაკვეთილები, სხვადასხვა ღონისძიებები. რასაც ხელს უწყობს სკოლის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით დირექტორი მხარში უდგას და ახალისებს ყოველივე სიახლეს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ხარისხიანად წარიმართოს სწავლა - სწავლების პროცესი.                                     
                                                                                                                                                                 

პრობლემის დიაგნოსტირება და აქტუალობა

სკოლის რამდენიმე მასწავლებლის მიერ (ელისო სტეფანაშვილი, თამარ ძამაშვილი, სოფიო ნავროზაშვილი) გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა,რომელიც გამომდინარეობს როგორც საკუთარი, ისე სკოლის პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მასწავლებელი ფიზიკას ასწავლის, მეორე - მუსიკას, მესამე - ქიმიას. მათ სამივეს აერთიანებს ერთი საერთო პრობლემა, მოსწავლეთა დაბალი შედეგები, სწავლის ინტერესისა და მოტივაციის  ნაკლებობა. რაც აისახება მოსწავლეთა შემაჯამებელ  და მიმდინარე შეფასებაში. ეს კვლევა ხელს შეუწყობს, დაგვანახოს და გამოკვეთოს პრობლემა. ასევე კვლევა ხელს შეუწყობს გაზარდოს მოტივაცია დაგეგმილი ინტერვენციებით. მოტივაციის ამაღლება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე და სკოლას ეყოლება მეტი წარმატებული მოსწავლე.


კვლევის მიზანი

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.

კვლევის მიზანია: კვლევის კგუფმა სხვადასხვა აქტივობებით შეისწავლოს და გამოკვეთოს პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობას და გამონახოს გზები,რათა გავზარდოთ მოსწავლეთა მოტივაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. კვლევის მიზანია დაიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, რომლებშიც გამოყენებული იქნება მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიები და ელექტრონული რესურსები, რაც გაზრდის მოსწავლის მოტივაციას საგნის  მიმართ და გააუმჯობესებს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა შედეგებს.




კვლევის ამოცანები

კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შეუწყობს ხელს თუ არა მოსწავლეებს მოტივაციის ზრდას?
  • სწორად წარვმართავთ ფოკუსკგუფის შეხვედრას წინასწარ დაგეგბილი კითხვბით?
  • როგორ ავირჩიოთ სამიზნე კგუფები
  • ამკეტირებისთვის შევძლებთ შევადგინოთ კიტხვები, რომელიც ადვილად აღსაქმელი, ინფორმაციის, რეალობის, პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?
  • სწორად დავგეგმავთ ინტერვენციებს?
  • რა შედეგზე გაგვიყვანს დაგეგმილი ინტერვენციები?
  • რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა ჩვენი პროფესიული ზრდისთვის, მოსწავლეებისთვის სკოლისთვის 


ლიტერატურის მიმოხილვა

      მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპენტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს,ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი 133''1): შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიული განვითარება, მუხლი 139''2)                                                   

     ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქ­ტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.(ეროვნული სასწავლო გეგმა. თავი6. სასწავლო გეგმა-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.მუხლი1-შესავალი8/7/2015)    


                                                                                

Ø  ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად:
  • ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება);
  • ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი;
  • ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით);
  • სივრცული წარმოდგენის უნარი;
  • თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები;
  • სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.



(ეროვნული სასწავლო გეგმა. თავი6. სასწავლო გეგმა-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მუხლი1 - შესავალი 8/7/2015)
მოსწავლეთა  მოტივაციის  ნაკლებობა პირდაპირ აისახება მათ დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე. მასწავლებელი კლასში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. ისტ-ის გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას.
განათლების სისტემაში ისტ-ის გამოყენება უზრუნველყოფს მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესის ამაღლებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას. საგაკვეთილო პროცესში ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს კონსტრუქციული თანამშრომლობის, პრობლემის მოგვარების, კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების და სხვა უნარ-ჩვევას უნვითარებს. არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლება პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა.ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილი სასწავლო პროცესისადმი. მასწავლებლები დროის გარკვეულ ნაწილს კარგავენ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე. ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ხშირად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები.


კვლევის სამიზნე ჯგუფი            
            
კვლევის სანიზნე ჯგუფად ავირჩიეთ ყველაზე პრობლემური კლასები, სადაც ყველაზე დაბალია შემაჯამებელი და მიმდინარე ქულები. მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად არიან ჩართულები და ქცევის პრობლემებით გამოირჩევიან.
ელისო სტეფანაშვილი - VIII-3 კლასი
თამარ ძამაშვილი - VI-4 კლასი
სოფიო ნავროზაშვილი - X Iკლასი
  
კვლევის ჯგუფის წევრებმა  დავგეგმეთ კვლევის ვადები


კვლევის ვადები

აქტივობა
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება
X



კვლევის ჯგუფის შექმნა

X



კვლევის ჯგუფის შეხვედრები
X
X
X
X
ფოკუსჯგუფის შეხვედრა
X



კვლევის ჯგუფის მიერ კითხვარის შედგენა
X



ანკეტირება

X


გამოკითხვის ანალიზი

X


ელისო სტეფანიშვილის განსახორციელებელი ინტერვენციები

X
X   X

თამარ ძამაშვილის განსახორციელებელი ინტერვენციები

X
X   X

სოფიო ნავროზაშვილის განსახორციელებელი ინტერვენციები

X
X   X

თანამშრომლობითი ურთიერთ დასწრება


X   X
X
ინტერვენციის შედეგების ანალიზი



X
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან,შედეგების გაცნობა




X


კვლევის მეთოდები

ობიექტური დასკვნების გამოსატანად გამოვიყენეთ შემდეგი მეთოდები: თვისობრივი-ფოკუსჯგუფები და რაოდენობითი ანკეტირება. ფოკუსჯგუფი მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობითი მეთოდი რაოდენობით სურათს გვიჩვენებს. მათი ერთობლიობა ხელს შეუწყობს კვლევის მაღალ ხარისხს.

                                                                                                                            

1.ფოკუსჯგუფი

პრობლემის  გამოსაკვეთად  მოვაწყვეთ შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან.რათა მათთან დიალოგით უკეთ შეგვძლებოდა გაგვეკეთებინა პრობლემის დიაგნოსტირება.
ფოკუსჯგუფი შედგებოდა 8 მასწავლებლისგან. დიალოგი წარიმართა შემდეგი შეკითხვების მიხედვით:
§      რა სიხშირით ვიყენებთ ისტ-ს.
§  დაგვეხმარება თუ  არა ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლებაში.
§    იმოქმედებს თუ არა მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე.
შეხვედრაზე მოხდა აზრების გაზიარება, თუ რა როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიები მოსწავლეთა  მოტივაციის ამაღლებაში.რესპოდენტებმა გადმოსცეს თავიანთი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ. თითეულმა მონაწილემ ისაუბრა პრობლემებზე. გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:

  • მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ვინაიდან ყველა საკლასო ოთახში არ არის კომპიუტერი და პროექტორი). 
  • მასწავლებლებს არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ ცოდნა- ინფორმაციული ტექნოლოგიების.
  • ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა.


      დაიგეგმა შემდეგი აქტივობები


  • მოხდეს თანამშრომლობითი ურთიერთდასწრება, უკუკავშირით.
  • მასწავლებლებმა გავიაროთ გადამზადების კურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების ხაზით.


2.ანკეტირება

კვლევის ჯგუფის წევრებმა ანკეტირება განვახორციელეთ ჩვენ მიერ არჩეულ სამიზნე კლასებში. ანკეტირება არის ანონიმური, რადგან რესპოდენტი იყოს გულწრფელი, მის მიერ გაცემული პასუხი ზუსტი და სანდოა. შედგება დახურული კითხვებისაგან. კითხვები შევიმუშავეთ ერთად ჯგუფის წევრებმა, კვლევის მიზნიდან გამომდინარე.


ანკეტირების ნიმუში


კლასი  ____

კითხვარი პრაქტიკული კვლევისთვის


შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი პასუხი

1
როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ ვფლობ         

ნაწილობრივ ვფლობ          
კარგად ვფლობ
           
2
გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ გვიტარდება
იშვიათად გვიტარდება 
ხშირად გვიტარდება
3
 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით?
არ მსურს     
იშვიათად           
ხშირად            
4
როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება
ნაწილობრივ დამეხმარება
დამეხმარება
5
ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
 არ  იქნება საინტერესო 
ნაწილობრივ იქნება  საინტერესო 
საინტერესო იქნება

  
დიდი მადლობა კითხვარის შევსებისთვის!


სამიზნე კლასების ერთიანი რაოდენობრივი სურათი
  
1
როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ ვფლობ         
ნაწილობრივ ვფლობ   
კარგად ვფლობ
  53 მოსწ.-70%        
4 მოსწ.-5%
19მოსწ.-25%      
2
გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ გვიტარდება
იშვიათად გვიტარდება
ხშირად გვიტარდება
20მოსწ.-26%
41.მოსწ.-54% 
15მოსწ.-20%
3
 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით?
არ მსურს
იშვიათად   
ხშირად
4მოსწ.5%     
13მოსწ.-17%      

59-მოსწ.-78%           
4
როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება

ნაწილობრივ დამეხმარება
დამეხმარება

1მოსწ.-1%

18მოსწ.-24%

57მოსწ.-75%

5
ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
 არ  იქნება საინტერესო

ნაწილობრივ იქნება  საინტერესო
საინტერესო იქნება

1მოსწ.-1% 
14მოსწ.-18%
61მოსწ.-81%














გამოკითხვის შედეგების ანალიზი           
                                                  
ანკეტირებაში სამივე კლასიდან მონაწილეობა  მიიღო 76 მოსწავლემ. გამოკითხვის მიზანი იყო, დაგვედგინა მოსწავლეების დამოკიდებულება ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ, რა სიხშირით სურდათ მათ კომპიუტერთან ურთიერთობა, რა დონეზე ფლობდნენ, გაზრდიდა თუ არა ინტერესს, მოტივაციას სწავლის მიმართ, მოსწონდათ თუ არა ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები. გამოკითხულთა 70% კარგად ფლობს ინფორმაციულ ტექნოლოგიას. 54% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით. 78%-ს  სურს ჩაუტარდეს გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით. 75%-ის აზრით ისტ-ის  გამოყენება გაზრდის მათ მოტივაციას სწავლის მიმართ. უმრავლესობისთვის (81%) საინტერესო და სახალისოა ისტ-ის გამოყენება გაკვეთილზე.
გამოიკვეთა, რომ  მოსწავლეები კარგად ფლობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, არ უტარდებათ ან იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილები,მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა  და გაზრდიდა მოტივაციას ისტ-ის გამოყენებით ჩატერებული გაკვეთილები.  

თავი II

ინტერვენციები

მონაცემების ანალიზის შედაგად  დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები
  • მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილებს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით
  • გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (კვლევის ჯგუფის თანამშრომლობითი ურთიერთ დასწრებით)




პედ.ელისო სტეფანაშვილის ანგარიში

პრაქტიკული კვლევით იმიტომ დავინტერესდი რომ სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები დამეძლია, ახალი ცოდნა და რჩევები მიმეღო კოლეგებისგან. მე ფიზიკას ვასწავლი. მრავალმა საერთაშორისო კვლევებმა დაადგინეს, რომ ფიზიკის სწავლის დონე დაბალია სკოლებში, უჭირთ ამ საგნის სწავლა, მოსწავლეებში მოტივაცია დაბალია. იგივე სიტუაციაა ჩვენს სკოლაში. მოსწავლეების ინტერესი ამ საგნისადმი დაბალია. ჩემი მიზანი იყო მომენახა გზები მოტივაციის  და მოსწავლეთა  საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ასამაღლებლად. რადგან მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან ისტ-ით, ბევრ ინფორმაციას იღებენ ინტერნეტიდან. გადავწყვიტე სასწავლო პროცესში უფრო მეტად ჩამერთო ისტ-ის გამოყენება. მე მოლოდინი მქონდა, რომ ისტ-ის გამოყენება  მოსწავლეთა ჩართულობას კლასში გაზრდიდა.

ჩემი კლასებიდან ყველაზე მეტად არამოტივირებული  VIII3 კლასია. ამიტომ ავირჩიე ეს კლასი სამიზნე ჯგუფად. ამ კლასში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება არის დაბალი. ამ კლასში არამოტივირებული მოსწავლეები გულგრილნი არიან სწავლისადმი, ისინი უარყოფითად არიან განწყობილნი სწავლის პროცესისადმი, საგაკვეთილო პროცესის გარკვეულ ნაწილს ვკარგავ მოსწავლეების ქცევით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე. ამ ფონზე საჭიროდ ჩავთვალე სასწავლო პროცესში ჩამერთო ისტ-ის გამოყენებარომ გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამეხადა. თავდაპირველად სამიზნე ჯგუფში ანკეტირება ჩავატარე, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ კომპიუტერს ფლობს მოსწავლეთა უმეტესობა, ისტ-ის გამოყენებით იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები,უმეტესობას სურს ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილები ხშირად ჩაუტარდეთ, თვითონაც წარმოადგინონ პრეზენტაციები ისტ-ის გამოყენებით, რაც მათ ჩართულობას და მოტივაციას გაზრდის. ანკეტირების შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ:

  
რაოდენობრივი ანალიზი
გამოკითხვაში მონაწილეობდა-25 მოსწავლე

1
როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ ვფლობ         
ნაწილობრივ ვფლობ   
კარგად ვფლობ
  15 მოსწ.-60%        
1 მოსწ.-4%
9მოსწ.-36%      
2
გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ გვიტარდება
იშვიათად გვიტარდება
ხშირად გვიტარდება
15მოსწ.-60%
8.მოსწ.-32% 
2მოსწ.-8%
3
 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით?
არ მსურს
იშვიათად   
ხშირად
4მოსწ.16%     
6მოსწ.-26%      

15-მოსწ.-60%           
4
როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება

ნაწილობრივ დამეხმარება
დამეხმარება

1მოსწ.-4%

10მოსწ.-40%

14მოსწ.-56%

5
ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
 არ  იქნება საინტერესო

ნაწილობრივ იქნება  საინტერესო
საინტერესო იქნება

1მოსწ.-4% 
8მოსწ.-32%
16მოსწ.-64%




ანკეტირებით გაირკვა რომ კლასს სურდა ისტ-ის გამოყენებით ჩატარებულიყო გაკვეთილი.თავიდან მე ჩავუტარე გაკვეთილი ისტ -ის გამოყენებით, შემდეგ თსუ-ში წავიყვანე ფიზიკის კათედრაზე  კლასის დამრიგებელთან ერთად.დაათვალიერეს ლაბორატორიები, პლანეტარიუმში ბევრი საინტერესო ინფორმაცია  მოისმინეს უნივერსიტეტის ლექტორის მიერ ჩატარებული ლექციიდან,რომელსაც გამოყენებული ჰქონდა ეფექტური ელექტრონული ინსტრუმენტები,მულტიმედიური ხასიათის ტექნოლოგიებმა მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო გახადა ასტრონომიული მოვლენები და მოსწავლეებმა  წარმოდგენებით კოსმოსში იმოგზაურეს.

ამ ლექციის შემდეგ მოსწავლეებს კლასში დავაწერინე შთაბეჭდილებები. აბსოლუტურად ყველა აღფრთოვანებული იყო, ისე მოეწონათ, რომ სურვილი ჰქონდათ კიდევ მოესმინათ და ენახათ ასეთი საინტერესო ლექცია. ამის შემდეგ კლასი დავყავი ჯგუფებად,და თითოეულ ჯგუფს კონკრეტული დავალებები მივეცი, რომლის შესასრულებლად ისტ-ის გამოყენება დასჭირდებოდათ: ინტერნეტში მასალის მოძიება, ტექსტის დაბეჭდვა, ცხრილების შედგენა, სლაიდ-შოუს დამზადება, მოძიებული ინფორმაციით ფორმატის დამზადება და ჯგუფების მიერ პრეზენტაციის წარმოდგენა. მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეთ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები.


რუბრიკები
ქულები
1
ჯგუფის  ორგანიზება,ჩართულობა,თანამშრომლობა
2
2
კრეატიულობა(სლაიდ-შოუ,ვიდეო,კედლის გაზეთი)
3
3
დროის მენეჯმენტი
1
4
პრეზენტაციის წარმოდგენა
3
5
ურთიერთშეფასება
1

ამ რუბრიკების მიხედვით  მოსწავლეებმა იცოდნენ რომ შეფასდებოდნენ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით, თან კომპიუტერში მასალის მოძიება მათთვის მომაბეზრებელი არ იქნებოდა, პირიქით ,ეს მათთვის სახალისოც იყო.მე მოლოდინი მქონდა,რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობას კლასში გაზრდიდა  და  განმსაზღვრელი შეფასების მოლოდინში მოტივაციაც გაიზრდებოდა, რაც პირდაპირ აისახებოდა მათ აკადემიურ მოსწრებაზე.გაკვეთილებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდებოდა მოსწავლეებისათვის. ამიტომ მიზნად დავისახე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ისტ-ის გამოყენებით.

ჩემს მიერ განხორციელებული ინტერვენციები


ინტერვენციები
დრო
1

სამიზნე ჯგუფის ანკეტირება
3.04

2

ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ჩატარება მასწავლებლის მიერ
21.04

3

სამიზნე ჯგუფის ვიზიტი თსუ-ში
10.05

4

ისტ-ის გამოყენებით სამიზნე ჯგუფის მიერ პრეზენტაციების წარმოდგენა
22.05;
29.05




შედეგი:

ჩემმა მოლოდინმა გაამართლა, კლასი აქტიურად ჩაერთო, ჯგუფებმა ორგანიზებულად წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჯგუფებში ყველა წევრი თანაბრად იყო ჩართული, იგრძნობოდა თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, საინტერესო ინფორმაციები ჰქონდათ მოძიებული  და სლაიდებიც ლამაზად იყო შედგენილი, ჯგუფების მიერ მოხდა ურთიერთშეფასება.  ამას ყველაფერს ხალისით ასრულებდნენ. გაკვეთილზე დავისწარი კვლევის ჯგუფის წევრი. გაკვეთილის ბოლოს კოლეგასთან ერთად ვისაუბრეთ გაკვეთილის დადებით და უარყოფით მხარეებზე.მათ გამოსწორების გზებზე.
მე ვთვლი რომ მიზანს მივაღწიე, გაიზარდა მოსწავლეტა მოტივაცია, რაშიც დამეხმარა ისტ-ის გამოყენება. ერთი ნაკლი ის იყო, რომ დროის ლიმიტი ვერ დაიცვეს. ამის მიზეზად ის მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები იშვიათად უტარდებათ. თუ ხშირად ჩაუტარდებათ ასეთი გაკვეთილები, გამოცდილებას მიიღებენ და დროის მენეჯმენტსაც დაიცავენ.



თამარ ძამაშვილის მიერ განხორციელებული ინტერვენციები

კოლეგებთან ერთად  განვახორციელე პრაქტიკული კვლევა -ინფორმაციული ტექნილოგიების როლი  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. იდეა წამოვიდა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობის შედეგად. საკვლევი  თემა გამომდინარეობს პედაგოგიური პრაქტიკის საჭიროებიდან. თანამედროვე მოსწავლე აღარ ინტერესდება მშრალი მასალით, ერთფეროვანი გაკვეთილებით.  ამ კვლევით გამოვკვეთე  პრობლემები, რაშიც დაგვეხმარა მოსწავლეთა ანკეტირება. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე კლასი, რომელიც გამოირჩევა დაბალი აკადემიური მოსწრებით,სწავლის მოტივაციის ნაკლებობით.


ანკეტირების შედეგად ასეთი სურათი მივიღეთ:                    

რაოდენობრივი ანალიზი
გამოკითხვაში მონაწილეობდა - 22 მოსწავლე


1
როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ ვფლობ         
ნაწილობრივ ვფლობ   
კარგად ვფლობ
 
16 მოსწ.-73%        
0მოსწ.-0%
6მოსწ.-27%      
2
გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ გვიტარდება
იშვიათად გვიტარდება
ხშირად გვიტარდება
0მოსწ.-0%
21.მოსწ.-95% 
1მოსწ.-5%
3
 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით?
არ მსურს
იშვიათად   
ხშირად
0მოსწ.0%     
4მოსწ.-18%      

18-მოსწ.-82%           
4
როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება

ნაწილობრივ დამეხმარება
დამეხმარება

0მოსწ.-0%

2მოსწ.-9%

20მოსწ.-91%

5
ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
 არ  იქნება საინტერესო

ნაწილობრივ იქნება  საინტერესო
საინტერესო იქნება

0მოსწ.-0% 
1მოსწ.-5%
21მოსწ.-95%


გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა  73% კარგად ფლობს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. 95% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილი, 82% სურს ჩაუტარდეს ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილი, 95% მოსწავლე კი ფიქრომ რომ საინტერესო იქნება ისტ-ით ჩატარებული გაკვეთილი, 91% პროცენტი ფიქრობს, რომ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება მოტივაციის ზრდას.


ანკეტირების მონაცემთა საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები

I-ინტერვენცია

სამიზნე ჯგუფში VI-4 კლასში განვახორციელე პირველი ინტერვენცია. გაკვეთილი დავგეგმე ისე, რომ გამოვიყენე ინფორმაციული ტექნოლოგიები. გაკვეთილის თემა-„ქართული ხალხური საკრავები“. გაკვეთილზე გამოვიყენე პროექტორი. ვაჩვენე ხალხური ინსტრუმენტები. მოვასმენინე ხალხური ინსტრუმენტებით შესრულებული ნაწარმოებები.ვაჩვენე ვიდეო, თუ როგორ აკეთებს ოსტატი სალამურს. გამოვიყენე ცხრილები და დავაჯგუფეთ ინსტრუმენტები. მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ შემდეგი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები თავად გამოიყენებდნენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, დაიყო ჯგუფები და დაინაწილეს მოვალეობები. მიეცათ დავალება: ჯგუფებს უნდა მოემზადებინათ სლაიდები, მოეძიებინათ ინფორმაციები, გაეკეთებინათ პლაკატები, ზოგმა სურვილი გამოთქვა, მოეტანათ ხალხური ინსტრუმენტები, რათა მუსიკალური ნომრები შეესრულებინათ.

I-ინტერვენციის ანალიზი

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდენენ იმ ფაქტს ,რომ გაკვეთილი უნდა ჩატარებულიყო ინფორმატიკის ოთახში. საკმაოდ დიდი იყო მათი ჩართულობა გაკვეთილის მსვლელობაში, თავადაც  მეხმარებოდნენ პროექტორის ჩართვასა  და ჩვენებაში. განსაკუთრებით გაუხარდათ, რომ დავგეგმეთ შემდეგი გაკვეთილიც ისტ-ის გამოყენებით.


II-ინტერვენცია

VI-4 კლასში მეორე გაკვეთილზე ვთხოვე კვლევის ჯგუფის წევრს  ელისო სტეფანაშვილს დაგვსწრებოდა გაკვეთილზე. რათა ერთად გაგვეანალიზებინა გაკვეთილის დადებითი და უარყოფითი მხარე. მოსწავლეების აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეების უმრავლესობა მომზადებული მოვიდა, რაც უჩვეულოა ამ კლასისთვის. ყველა ჯგუფს ჰქონდა გამზადებული სლაიდი, მოძიებული ინფორმაციით იყო გაფორმებული კედლის გაზეთი, ერთმა ჯგუფმა შეასრულა სიმღერა სალამურისა და ჩონგურის თანხლებით. მოსწავლეთა უმეტესობა შეფასდა მაღალი ქულით, რაშიც დამეხმარა წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკები.


II-ინტერვენციის ანალიზია

მოსწავლეები, რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, ასეთი ტიპის გაკვეთილზე გააქტიურდნენ და უფრო მოტივირებულნი გახდნენ, თავს ძალიან თამამად გრძნობდნენ, თავად ხელმძღვანელობდენენ და მონაწილეობდნენ გაკვეთილის წარმართვაში კლასში სწავლობს 30 მოსწავლე, 2 მოსწავლე ავადმყოფობის გამო არ იყო და 28 მოსწავლიდან დაიწერა 15  მაღალი შეფასება. თუმცა აკლდა გაკვეთილს ორგანიზება, თითეულ ჯგუფს უმჯობესი იყო, ჰქონოდა ცალკ-ცალკე თემა, მაგალითად ერთ ჯგუფს ინსტრუმენტებზე, მეორეს შემსრულებლებზე, მესამეს ანსამბლებზე,  რაც უფრო საინტერესოს გახდიდა  გაკვეთილს. საქართველოს კუთხეებზე. კავშირი ლიტერატურასა და ხალხურ საკრავთა შორის. მიუხედევად ამისა, მოსწავლეები ცდილობდენენ, კარგად წარედგინათ საკუთარი ჯგუფი. გაკვეთილის შემდეგ მე და ჩემმა კოლეგამ  ვისაუბრეთ, თუ რა იყო კარგი  და რა უნდა დამეგეგმა, რას გავითვალისწინებდი შემდეგი დაგეგმილი გაკვეთილისთვის. მოსწავლეები მართლაც გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ჩართულობით, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებამ გაზარდა  მათი მოტივაცია სწავლის მიმართ. მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წელს დავგეგმოთ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით.
                                                                                                                                               


სოფიო ნავროზაშვილის მ იერ განხორციელებული ინტერვენცია და ანალიზი
  
ქიმიაში კვლევა ვაწარმოე XI1 კლასში,სადაც ირიცხება --მოსწავლე. ამ კლასს ვასწავლიVIIIკლასიდან. თავიდან კლასი გამოირჩეოდა კარგი მოსწრებით, მაგრამ X-XI კლასებში ინტერესი  საგნისადმი თანდათან მინელდა. რამდენჯერმე ჩავატარე პრატიკული მეცადინეობა, ცდებით რომ დამეინტერესებინა. ავიდან  გახალისდნენ, ცოტა ხანში ისევ იგივე შედეგი გვქონდა.

ვინაიდან წელს CAT-ის გამოცდები გვაქვს და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, გააცდების წარმატებით ჩაბარებაა, მიზნად დავისახე ინტერესის ასამალებლად ახალი აქტივობებიდაგეგმა. გადავწყვიტე ისტ-ის გამოყენება.

კოლეგებთან ერთად შევიმუშავეთ კითხვები და ანონიმურად შევავსებინეთ მოსწავლეებს


რაოდენობრივი ანალიზი:

გამოკითხვაში მონაწილეობდა - 29  მოსწავლე

1
როგორ ფლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს
საერთოდ ვერ ვფლობ         
ნაწილობრივ ვფლობ   
კარგად ვფლობ
 
22 მოსწ.-76%        
3მოსწ.-10%
4მოსწ.-14%      
2
გიტარდებათ გაკვეთილები ისტ-ის გამოყენებით?
საერთოდ არ გვიტარდება
იშვიათად გვიტარდება
ხშირად გვიტარდება
5მოსწ.-16%
12.მოსწ.-42% 
12მოსწ.-42%
3
 გსურთ გაკვეთილების ჩატარება ისტ-ის გამოყენებით?
არ მსურს
იშვიათად   
ხშირად
0მოსწ.0%     
3მოსწ.-10%      

26-მოსწ.-90%           
4
როგორ ფიქრობთ იტს-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში?
არ დამეხმარება

ნაწილობრივ დამეხმარება
დამეხმარება

0მოსწ.-0%

6მოსწ.-21%

23მოსწ.-79%

5
ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება შენთვის?
 არ  იქნება საინტერესო

ნაწილობრივ იქნება  საინტერესო
საინტერესო იქნება

0მოსწ.-0% 
5მოსწ.-17%
24მოსწ.-83%


გამოკითხვამ აჩვენა,რომ მოსწავლეთა  76% კარგად ფლობს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. 42% ფიქრობს რომ იშვიათად უტარდებათ ისტ-ის გამოყენებით გაკვეთისტ-ის გამოყენებით გაკვეთილი, 83% მოსწავლე კი ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ისტ-ით ჩატარებული გაკვეთილი, 79% პროცენტი ფიქრობს, რომ ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი დაეხმარება მოტივაციის ზრდას.
ანკეტირების საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
თავდაპირველად გადავწყვიტე მეჩვენებინა "სიმულაციები" ქიმიაში თემაზე "მოლეკულის მოდელის შექმნა",  "იზოტოპური შედგენილობის მიხედვით მასების დადგენა",  "მოლური კონცენტრაციების განსაზღვრა" და სხვა. მოვიძიე ვიდეოები სახალისო ცდებზე და ვირტუალური ლაბორატორია.

ვცდილობდი ყოველ გაკვეთილზე სლაიდების დახმარებით მიმეწოდებინა ინფორმაცია მოსწავლეებისთვის.

მოსწავლეებსაც დავავალე იგივეს გაკეთება. ისეთი ხალისით აკეთებდნენ პრეზეტაციებს და აფასებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, რომ გადავწყვიტე ყველა თემაზე გამეკეთებინა მსგავსი სლაიდები, რაც გასამეორეელი თემების განხილვაში დამეხმარებოდა. გაკვეთილზე დავისწარი კოლეგები, მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და რეკომენდაციები, რომ ხშირად დავგეგმოთ აქტიური გაკვეთილები. რეაქტივების სიმცირის გამო, სახალისო ცდების ჩვენება, ვირტუალური ლაბორატორია, სლაიდების დამზადება უფრო საინტერესოს გახდის გაკვეთილებს.
სხვა კლასებშიც გავაგრძელე იგივეს გაკეთება.
მე კმაყოფილი ვარ პირველი ნაბიჯებით.იმედია ეს შედეგი გამოცდებზეც აისახება.



შედეგების შეფასება

კვლევის მიზანი იყო, გამოკვეთილიყო პრობლემა, რითიც იყო გამოწვეული მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობა. პრობლემის გამოსაკვეთად დაგვეხმარა ფოკუსჯგუფის შეხვედრა და ანკეტირება.

ფოკუსჯგუფის შეხვედრისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები:


  • მასწავლებლები ნაკლებად ვიყენებთ გაკვეთილზე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ვინაიდან ყველა საკლასო ოთახში არ არის კომპიუტერი და პროექტორი) 
  • მასწავლებლებს არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ ცოდნა - ინფორმაციული ტექნოლოგიების.
  • ნაკლებია კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა

პრაქტიკული კვლევა "ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში" განხორციელდა სამი სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა მიერ, სხვადასხვა საფეხურის კლასებში: მუსიკა-VIკლასი (დაწყებითი), ფიზიკა-VIII (საბაზო), ქიმია-XI (საშუალო). სამიზნე კლასები გამოირჩეოდნენ მოტივაციის ნაკლებობით, რაც აისახებოდა მათ სწავლის ხარისხზე. პრობლემის გამოსაკვეთად დაიგეგმა ანკეტირება სამიზნე კლასებში.


სამივე სამიზმე ჯგუფის ანკეტირების შედეგი ასეთია:

ანკეტირებამ აჩვენა რომ, ბავშვები კარგად ფლობენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, მათთვის საინტერესო და სახალისო იქნება ისტ-ის გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები, თუმცა მათ ასეთი გაკვეთილები ნაკლებად უტარდებათ. ანკეტირების შემდეგ სამივე მასწავლებელმა ჯერ თავად გამოიყენა ინფორმაციული ტექნოლოგია გაკვეთილზე, შემდეგი გაკვეთილი კი ისე დაგეგმეს, რომ თავად მოსწავლეებს შესძლებოდათ გამოეყენებინათ ისტ-ი და  გამოეჩინათ საკუთარი ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა. ამ ყველაფერმა გაზარდა მათი მოტივაცია და გაკვეთილში ჩართულობა. რაც აისახა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. თუმცა გამოიკვეთა პრობლემებიც, დროის ლიმიტის განაწილება, ჯგუფური მუშაობისას სასურველი იქნებოდა თემები რომ არ გამეორებულიყო და თავად მასწავლებელს მოსწავლეებთან ერთად დაენაწილებინათ. გაკვეთილებს აკლდა ორგანიზებულობა, რაც გამოწვეულია იმით რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები ნაკლებად უტარდებათ.

    კვლევის დადებითი მხარე იყო ,რომ კლევა აწარმოვა სამმა პედაგოგმა ერთობლივად ,რაც თანამშრომლობით უნარების განვითარებას უწყობს ხელს. სამივე სხვადასხვა საგნის მასწავლებელი გაერთიანდა საკუთარი შესაძლებლობებით, იყო ხშირი შეხვედრები, აზრთა გაცვლა, ძალების გაერთიანება.
თუმცა პედაგოგიური კვლევა სამივე პედაგოგისთვის სიახლე იყო, ამიტომ შეიძლება იყოს რაღაც უზუსტობები, მაგრამ ეს კვლევა ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვისაც  ერთგავარ მაგალითს და სტიმულსაც წარმოსდგენს, რომ მათაც ჩაატარონ პრაქტიკის კვლევა.


რეკომენდაციები


  • აიგეგმოს ისეთი გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიები, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. რაც აისახება მოსწავლეთა შემაჯამებელ  და მიმდინარე შეფასებაში.
  • მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.
  • კოლეგებთან მეტი თანამშრომლობა: დასწრება გაკვეთილებზე, შეხვედრები, დისკუსიები.


დასკვნა
ჩატარებულმა კვლევამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, რასაც ადასტურებს მათი ჩართულობა და მიმდინარე ნიშნები.

გამოყენებული ლიტერატურა


  1. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება(პრაქტიკული გზამკვლევი)მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2014წ.
  2. პრაქტიკული კვლევა დამწყებთათვის (ავტ. ნ.გოგლიჩიძე, თ.ჭანტურია, ნ.ჯინჭარაძე) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2016წ
  3. ჟურნალი "მასწავლებელი" - ციფრული რეალობა - გამოწვევა მასწავლებლებისათვის, თ.ჭანტურიას ვიდეობლოგი.
  4. ეროვნული სასწავლო გეგმა
  5. ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში - ცენტრის გამოცემა - სატრენინგო მასალა.





რეფლექსია
კვლევის შედეგების გაზიარების შემდეგ


მუსიკის  პედ.თამარ ძამაშვილი








სსიპ ქ.თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სკოლის პედაგოგებმა განვახორციელეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: თემა-ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების როლი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.სამი სხვადასხვა საგნის მასწავლებელი ჩაერთო კვლევაში: თამარ ძამაშვილი - მუსიკის პედაგოგი,ელისო სტეფანაშვილი - ფიზიკის მასწავლებელი, სოფიო ნავროზაშვილი-ქიმიის პედაგოგი. კვლევის დასრულების შემდეგ კვლევის ჯგუფმა მოვაწყვეთ პრეზენტაცია. ვინაიდან სხვა პედაგოგებიც აწარმოებდნენ კვლევას,  კვლევების პრეზენტაცია ერთდროულად  მოეწყო. სულ გავეცანით ოთხ კვლევას.

სამასწავლებლოში, სადაც თავს იყრის მასწალებლების უმეტესობა, დაფასზე დაიწერა  ინფორმაცია  კვლევის პრეზენტაციის შესახებ. ვინაიდან წლის ბოლო იყო,  კვლევის პრეზენტაციას  მასწავლებლების  ნაკლები რაოდენობა დაესწრო. კვლევას დაესწრნენ: 15 პედაგოგი, დირექტორის მოადგილე  და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული სტუდენტები საინტერესო იყო სტუდენტებისთვის კვლევის შედეგების გაზიარება, ვინაიდან იდეა, რომ ჩვენს სკოლაში კვლევები განხორციელებულიყო, მოგვაწოდეს სტუდენტებმა და შეგვმატეს სტიმული.

ჩვენი კვლევის საინტერესო წარდგენისათვის პროგრამა power point-ის საშუალებით წარმოვადგინეთ სლაიდები, რომლებიც მოიცავდა: კვლევის თემის სათაურს, ჯგუფის წევრების გვარს, სახელს, კვლევის მიზანს, ლიტერატურის მიმოხილვას, კვლევის მეთოდებს, ფოტოსურათებს ფოკუსჯგუფის შეხვედრის, დიაგრამებს, გამოკითხვის შედეგების ანალიზს, ინტერვენციების  ჩამონათვალს, სურათებს ინტერვენციებიდან,  შედეგების ანალიზს, დასკვნას, ასევე ვაჩვენეთ და მოკლედ მიმოვიხილეთ კვლევის ანგარიში. კვლევის ჯგუფის თითოეულმა წევრმა ისაუბრა საკუთარ როლზე, საქმიანობაზე, ჩატარებულ ინტერვენციებზე. იყო შეკითხვები, ჯგუფის წევრები ვპასუხობდით კითხვებს.

კვლევას საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ენერგია დასჭირდა და ჯგუფის წევრებს გვსურდა,  რომ კოლეგებისთვის ნათლად  და საინტერესოდ მიგვეწოდებინა.


დამსწრე მასწავლებლებისთვის პედაგოგიური კვლევა სიახლეს წარმოადგენდა, მათთვის ერთგვარი სტიმულის მომცემი გამოდგა წარდგენილი კვლევები, მათაც გამოთქვეს სურვილი, რომ გაკვეთილებზე  გამოეყენებინათ ინფორმაციული ტექნოლოგიები  და თავადაც გაუჩნდათ სურვილი, ჩაეტარებინათ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.  ჩემთვის მნიშვენელოვანია დამსწრე მასწავლებლების გამოხატული რეაქცია, მათი მოსაზრებები, რომლებსაც მომავალი დაგეგმილი კვლევისთვის აუცილებლად გამოვიყენებ.

თუმცა კარგი იქნებოდა, რომ კვლევების ანგარიშს მეტი მასწავლებელი დასწრებოდა, მეტი სხვადასხვა აზრი თუ მოსაზრება მოგვესმინა.

კვლევის დადებით მხარეს წარმოადგენდა თანამშრომლობითი უნარების განვითარება. კვლევაში მონაწილე მასწავლებლები ვეხმარებოდით ერთმანეთს, ვუზიარებდით მოსაზრებებს, ვაძლევდით მეგობრულ რჩევებს. და ერთმანეთს დავეხმაეთ, რომ კვლევის შედეგების გაცნობაც სკოლისთვის ერთად  წარგვედგინა.

კარგია, რომ სკოლაში არიან მოტივირებული მასწავლებლები.  მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჩვენთვის პირველია და შეიძლება  არც სრულყოფილი იყო, ეს მაინც წარმოადგენს კარგ მცდელობას, რათა მასწავლებელმა ისწავლოს, განვითარდეს და მიიღოს ის სიახლე, რომელიც ასე ძალინ მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითარებისთვის, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის.



Комментариев нет:

Отправить комментарий