17.11.18

დღე მეცხრე

რეფლექსია ბლოგზე ავტვირთე პროექტზე მომზადებული სლაიდი,გადავხედეთ დრაივში ჩვეს მიერ შექმნილ დავალებებს.ბოლომდე დავასრულე: პროექტის გეგმის,ბუკლეტის ფორმა.ჯგუფის წევრებმა წარადგინეს თავიანთი ნაშრომები.

ფორტფოლიოს პრეზენტაცია

16.11.18

დღე მერვე

რეფლექსია
დღეს ჩვენ მიერ შექმნილი ბლოგი უფრო სრულყოფილი გავხადეთ,დავამატეთ გაჯეტები, დავამატეთ მეგობრების ბლოგები ჩვენს ბლოგზე, გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და თუ რამე გვქონდა გამორჩენილი ჩავამატეთ, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის სრულყოფაზე და მოვნიშნეთ საჭირო რესურსები . დავალებად მივიღეთ, დავასრულოთ ყველაფერი დაც დაგვრჩა დასასრულებელი.

11.11.18

დღე მეშვიდე

რეფლექსია
დღეს განვიხილეთ კოლეგების გეგმები. ვისწავლეთ მოსწავლის პრზენტაციის ჩეკლისტის შედგენა, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში, რომელიც სახლში უნდა დავასრულოთ. განვათავსეთ ეს ყველაფერი ჩვენს პორტფოლიოში. მივიღეთ დავალებები, წავიკითხოთ და გავაანალიზოთ მოდული 4 და მოდული 5. შევქმნათ შეფასების რუბრიკები(პრეზენტაციის)

10.11.18

დღე მეექვსე

რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ სხვადსხვა საძიებო ქსელში ინფორმაციის მოძიება,მისი ჩაშენება პროექტის გეგმაში,ასევე yotube.com-ში მოვიძიეთ ვიდეოები და ჩვენს ბლოგზე განვათავსეთ.გავაკეთეთ google forms ფორმატის ფაილი. რაც ძალიან საინტერესო იყო. მივიღეთ საშინაო დავალება, რომ  სახლსი გავაკეთოთ მსგავსი ფორმატის ფაილი.

დაისი ფილმი-ოპერა 1971

ზ.ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი" უვერტიურა

ვ.დოლიძის ოპერა"ქეთო და კოტე " სიკოს და ნიკოს არია

9.11.18

დღე მეხუთე

რეფლექსია
ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის გეგმებზე. მასწავლებლებმა წარადგინეს თავიანთი გეგმები, რაც უკვე შევსებული იყო. ვისწავლეთ პრეზენტაციის აწყობა პირდაპირ ინტერნეტიდან. ავაწყვეთ სლაიდები, გამოვიყენეთ სასწავლო გეგმა. პირადი პორტფოლიო ავტვირთეთ საკუთარ ბლოგში.
საშინაო დავალება: დავასრულოთ სლაიდის შევსება.

4.11.18

დღე მეოთხე

რეფლექსია
სამუშაო დღე დავიწყეთ საშინაო დავალების წარდგენით.სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს და შევავსეთ  პროექტის გეგმაში შეფასების გრაფები.ბლოგში დავამატეთ გვერდი "ჩვენს შესახებ".საშინაო დავალება-როგორ განვახორციელებთ შეფასებას.

3.11.18

დღე მესამე

რეფლექსია
შევავსეთ ბუკლეტები.ვნახეთ სხვისი ბუკლეტებიც.გავეცანით სხვადასხვა ტიპის კითვებს:ზოგადი,თემატური,შინაარსობრივი,მოგვეცა საშინაო დავალება:დოკუმენტებზე დაყრდნობით მოვიბიქროთ სამი სახის კითხვები.

27.10.18

დღე მეორე

რეფლექსია
დგეს ვიმუშავეთ პროექტის ბლოგის შექმნაზე.სადაც განვათავსეთ ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები.შევცვალეთ ბლოგის დიზაინი,დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება:სახელი,გვარი,სკოლა,მიზნები,სტანდარტი.

ტრენერმა მოქვცა საშინაო დავალება:წავიკითხოთ III- IV აქტივობა.გიორგის ბლოგზე შევიდეთ რესურსებში-სასწავლო პროექტის დამხმარე,დამატებითი რესურსები.გამოცემის მომზადების ჩეკლისტი,გადავხედოთ რომ მოვამზადო შემდეგ გაკვეთილზე ბუკლეტი. 

დღე პირველი

რეფლექსია
გაგვეცნო ტრენერი გიორგი არავიაშვილი, ჩვენც ვისაუბრეთ საკუთარ თავზე.ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის"ინტელი ბმული და ახალი ხედვა" მიზანი,ვადები. ვისაუბრეთ მისაღებ კრედიტებზე, გაცდენებზე,დაგვიანებაზე. ტრენერმა გაგვაცნო თავისი ბლოგი სადაც მოთავსებული ქონდა ინფორმაცია,პროექტებით სწავლების  შესახებ.გავეცანით პროექტის ნიმუშებს,კერძოდ,"რომეოსა და ჯულიეტას". გავიხსენეთ გუგლდრაივში მუშაობა.შევქმენიათ ახალი საქარალდეები.მოგვცა ტრენერმა დავალება,რომ მოგვეფიქრებინა პროექის თემა რომელსაც სამომავლოდ დავგეგმავთ და განვახორციელებთ.